"კურსის განმავლობაში ვისწავლე როგორ ვწერო სწორად ისე, რომ მკითხველთა ინტერესი გამოვიწვიო" - ანა ილურიძის შთაბეჭდილება
ანა ილურიძემ სმარტ აკადემიაში UX/UI ქოფირაითინგის კურსი გაიარა. ის თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს კურსის შესახებ:
“ჩემი მიზანი იყო შემესწავლა ქოფირაითინგის ზოგადი პრინციპები, გამომეცადა საკუთარი თავი და გამეგო რამდენად შევძლებდი ამ მიმართულებით მუშაობას.”
კურსის განმავლობაში
ვისწავლე როგორ ვწერო სწორად ისე, რომ მკითხველთა ინტერესი გამოვიწვიო, შევქმნა საინტერესო ქოფი და ამ მიმართულებით ვთქვა ჩემი სიტყვა.
ლექტორის შესახებ
ქეთი არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რატომაც მომეწონა ქოფირაითინგი ასე ძალიან. მისმა პროფესიონალიზმმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყოველთვის ვფიქრობდი, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები განსხვავებულები არიან- მეთქი და აი, რომ გაიცნობ, მაშინვე რომ იგრძნობ ამას - ეს მოლოდინი გამიმართლდა. ქეთის ხმის ტემბრი და ექსპრესიული მანერები ყველაზე დაღლილ ადამიანსაც კი მოანდომებს მოსმენას, რეალური ცოდნის მიღებას და ამ მიმართულებით განვითარებას, რომ ოდესღაც ჩვენც ვიყოთ ჩვენი მსმენელებისთვის მისაბაძი პიროვნება.
კურსის დასრულების შემდეგ
დამოუკიდებლად ვიმუშავეთ პროექტზე, რამაც მომცა თავდაჯერებულობა და დღეს უკვე აქტიურად გავცემ იმ ცოდნაზე დამყარებულ რჩევებს, რაც მივიღე კურსის განმავლობაში.
პროფესია - UX/UI ქოფირაითერი
ამ პროფესიაში მომწონს დამოუკიდებლობა, სადაც შენი არაორდინალური იდეები გეხმარება საუკეთესო შედეგის დადებაში.
სმარტ აკადემია
სმარტ აკადემიამ თავისი იმიჯით დამაინტერესა და მივხვდი, რომ სწორედ ასეთი ადგილი მომცემდა საჭირო ცოდნას.
სმარტ აკადემია ნამდვილად გვაძლევს კარიერული განვითარების შესაძლებლობას, აქ მიღებულ ცოდნას ჩემს საქმიანობაშიც აქტიურად ვიყენებ.
დარეგისტრირდი UX/UI ქოფირაითინგის კურსზე აქ.